uznadze



saitebigeo
puip
psychologist.ge

macne psychology

ახალი პუბლიკაციები

ს.ფ.ს.

აკადემიკოსი დიმიტრი უზნაძე საქართველოში ფსიქოლოგიური მეცნიერების ფუძემდებელი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამაარსებელი, მსოფლიო რანგის მეცნიერი, მსოფლიოში ცნობილი ორიგინალური მეცნიერული თეორიის - განწყობის თეორიის შემქმნელია.
დიმიტრი უზნაძე დაიბადა 1886 წლის 20 დეკემბერს ზესტაფონის რაიონის სოფელ საქარაში. დაამთავრა ქუთაისის გიმნაზია, შემდეგ, 1909 წელს ლაიფციგის (გერმანია) უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი. იმავე წელს ჰალეს უნივერსიტეტში დაიცვა დისერტაცია ფილოსოფიის დოქტორის ხარისხის მოსაპოვებლად.
ლაიფციგის უნივერსიტეტში დიმიტრი უზნაძე სფიქოლოგიას ეუფლებოდა მეცნიერული ფსიქოლოგიის ფუძემდებლის - ვილჰელმ ვუნდტის ხელმძღვანელობით. პირველ წარმატებას უკვე სტუდენტობის დროს მიაღწია. 1907 წელს უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭომ ლეიბნიცის ფილოსოფიისადმი მიძღვნილ ნაშრომში მას პრემია მიანიჭა.
1909 წელს დიმიტრი უზნაძე სამშობლოში დაბრუნდა. 1909-1916 წლებში უაღრესად ნაყოფიერი